ნინო წილოსანი: ყველა შესაბამისი სტრუქტურა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მეწყრის ქვეშ მოყოლილი ადამიანები დროულად ვიპოვოთ

მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი ბაღდათში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეწყრის ქვეშ მოყოლილი ადამიანები დროულად იპოვონ.

„ყველა სტრუქტურა, ვინც ჩართულია, მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მეწყრის ქვეშ მოყოლილი ადამიანები დროულად ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ირგვლივ, მთელ ამ ფერდობზე დავათვალიერეთ ყველა სახლი, ყველა მოსახლეს შევხვდით და, პრევენციის მიზნით, ყველა ეს ადამიანი, ვინც შესაძლოა, რისკის ქვეშ იყოს, იქნება გაყვანილი ტერიტორიიდან. ამ დროისთვის მუშაობენ გეოლოგები“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ნანახია 4 ადამიანის ცხედარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები