სოფელ ნერგეეთში მცხოვრები: ჩემს ოთხ მოსწავლეს ეძებენ – გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ იქნებ მოხდეს სასწაული და ცოცხალი ვნახოთ ვინმე

ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სადაც ღამით მეწყერი ჩამოწვა, ადგილობრივები არიან შეკრებილნი. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მეწყერში მისი ოთხი მოსწავლე მოჰყვა.

„პედაგოგი ვარ და ჩემი მოსწავლეები არიან, ვისაც ეძებენ. საოცარი ბავშვები, შესანიშნავი ახალგაზრდები არიან. ბოლო დრომდე ვერ ვამბობ ვერაფერს, იქნებ უფლის წყალობით რამე მოხდეს, ოთხ ბავშვზეა საუბარი. ჩამოსული მასის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ისეთი მდგომარეობაა აქ, რომ გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია. იქნებ, მოხდეს სასწაული და ცოცხალი ვნახოთ ვინმე“, – ამბობს ადგილობრივი “ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, ბაღდათში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები