სტამბოლში სასამართლოსთან ქალი და მამაკაცი პოლიციას თავს დაესხნენ, სამართალდამცველებმა თავდამსხმელები მოკლეს

​სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოს შენობის შესასვლელთან დაცვის თანამშრომლებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, 6 ადამიანი დაიჭრა, მათგან სამი პოლიციელია.

თურქეთის შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი ქალი და მამაკაცი სამართალდამცველებმა მოკლეს.

სასამართლოს შენობა ამჟამად შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით. შემოღებულია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.

შემთხვევის ადგილზე სტამბოლის გენერალური პროკურორიც მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები