მედია: 1-ელი მარტიდან “აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთში შესვლა” მხოლოდ რუსეთის პასპორტით შეეძლებათ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებს 1-ელი მარტიდან რუსეთში შესვლა და გამოსვლა მხოლოდ რუსეთის პასპორტით შეეძლებათ, სხვა შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.

ამის შესახებ ტელეგრამის არხები წერენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში აფხაზური პასპორტით შესვლა ე.წ. მოქალაქეებს 2000-დან 5000 რუბლამდე დაუჯდებათ, “თანამდებობის პირებს – 30000-დან 50000 რუბლამდე, ხოლო იურიდიულ პირებს – 40 0000-დან 800 000-მდე.

დღემდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები თავისუფლად შედიოდნენ და ტოვებდნენ რუსეთის ფედერაციას “აფხაზური პასპორტებით, რუსეთის სასაზღვრო სამსახურები სამიგრაციო ბარათს გასცემდნენ და არ მოითხოვდნენ რუსეთის პასპორტს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები