ვაკის პარკში თანამედროვე ტიპის ურნები და საფერფლეები განთავსდა

“თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ვაკის პარკში თანამედროვე ტიპის ურნები და საფერფლეები განთავსდა.

მათივე ცნობით, 100 ერთეული ურნა გარე განათების ბოძებზე დამონტაჟდა.

“ურნის საკიდი რგოლი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, სადაც მოთავსებულია სპეციალური ხსნარით დამუშავებული პოლიეთილენის ერთჯერადი პარკი, რომლის საშუალებითაც არ ხდება მასზე ცხოველების ზემოქმედება.

ახალი ტიპის ურნები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები