პარიზში, ლიონის სარკინიგზო სადგურზე დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა
პარიზში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე დანით სამი ადამიანი დაჭრეს. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტი ლიონის სადგურზე მოხდა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ეჭვმიტანილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.