ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი.

ხანძარი კონცენტრირებულია ვინა დელ მარსა და ვალპარაისოს ტურისტულ რეგიონებში, სადაც ცეცხლმა  ათასობით ჰექტარი ტყე გაანადგურა,  სანაპირო ქალაქები ნაცრისფერი კვამლის მკვრივი ნისლით არის დაფარული და ხალხი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.

„ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 10,“ – განაცხადა სოფია გონსალეს კორტესმა, სახელმწიფო წარმომადგენელმა ვალპარაისოს ცენტრალურ რეგიონში.

ქალაქ ესტრელასა და ნავიდადში, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, ხანძარმა  თითქმის 30 სახლი გაანადგურა და იძულებითი ევაკუაცია მოხდა სერფინგის კურორტ პიჩილემუსთან.

„მე არასოდეს მინახავს მსგავსი რამ“, – განუცხადა 63 წლის ივონ გუზმანმა სააგენტო AFP-ს. როდესაც ცეცხლმა  მის სახლი დაწვა კვილპუში, იგი თავის მოხუც დედასთან ერთად გაიქცა, მაგრამ რამდენიმე საათიან საცობში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები