CIA-ს ყოფილ თანამშრომელს Wikileaks-ისთვის ინფორმაციის გადაცემისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ თანამშრომელს, 35 წლის ჯოშუა შულტეს​Wikileaks-ის პლატფორმისთვის სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ჰაკერული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გადაცემისთვის, 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ნიუ-იორკის სასამართლომ ჯოშუა შულტე დამნაშავედ ცნო ჯაშუშობაში, ჰაკერულ საქმიანობაში, სასამართლოს უპატივცემულობაში, FBI-სთვის ცრუ ჩვენების მიცემაში და ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობაში.

აშშ-ს ხელისუფლების განცხადებით, შულტემ ქვეყნის ისტორიაში, საიდუმლო მონაცემების ყველაზე დიდი ქურდობა ჩაიდინა.

2012 – 2016 წლამდე მამაკაცი CIA-ში მომუშავე ჰაკერთა ჯგუფის წევრი იყო. ამ დროს ის აგროვებდა მონაცემებს უწყების მიერ კიბერჯაშუშობისთვის გამოყენებული მავნე პროგრამების შესახებ და ისინი​ Wikileaks-ს. გადასცა.

2017 წლის მარტში მან ეს დოკუმენტები სახელწოდებით Vault 7 გამოაქვეყნა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ პროგრამების ქურდობამ და გამოქვეყნებამ CIA-ს მოწინააღმდეგეთა შესახებ ​საიდუმლო მონაცემების მოპოვების შესაძლებლობა შეუზღუდა. პროგრამის და CIA-ს თანამშრომლები რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, ხოლო მონაცემთა გაჟონვამ საიდუმლო სამსახურს “ასობით მილიონი დოლარი” დაუჯდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები