მედია: ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ერთ-ერთი მრჩეველი დაიღუპა

ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოს სამხრეთით, საიდა ზაინაბის რაიონში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) შტაბზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს.

ამის შესახებ სირიის ოპოზიციური გამოცემა Nurs იტყობინება.

Al Arabiya-ს ინფორმაციით, იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო ISNA​-ს ცნობით, კი თავდასხმის შედეგად IRGC-ის ერთ-ერთი მრჩეველი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები