“ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინელ ხალხთან სოლიდარობა და ერთიანობა აჩვენეს” – დენის შმიჰალი 50 მილიონი ევროს დახმარებაზე

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიჰალმა ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის 50-მილიონიანი დახმარების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ მან X-ში (Twitter) დაწერა.

“მივესალმებით ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის ახალი ფინანსური ინსტრუმენტის “Ukraine Facility”-ს შექმნის შესახებ, რომელიც 2024–2027 წლებში 50 მილიარდი ევროს დახმარებას გულისხმობს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს უკრაინელ ხალხთან სოლიდარობა და ერთიანობა სამხედრო დაპირისპირების საქმეში. მადლობას ვუხდი, შარლ მიშელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, ურყევი მხარდაჭერისთვის. თქვენი თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს საერთო გამარჯვებაში. ეს გარანტირებულია 50 მილიარდი ევროს პაკეტით 2027 წლის ბოლომდე”,- დაწერა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები