“რუსეთი ევროპაში გაზის ტრანზიტზე მოლაპარაკებას, ამჟამად, არც ევროკავშირთან და არც უკრაინასთან არ აწარმოებს” – რუსეთის ვიცეპრემიერი

რუსეთის ვიცეპრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპაში გაზის ტრანზიტზე მოლაპარაკებას ევროკავშირსა და უკრაინასთან არ აწარმოებს.

მისივე თქმით, მოლაპარაკება არცერთ ასპექტში არ განიხილება, არც უკრაინის გავლით ტრანზიტზე, არც უკრაინა-რუსეთის საზღვარზე გაზის გაყიდვაზე.

„ამჟამად, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს არც უკრაინულ და არც ევროპულ მხარესთან“, – განაცხადა მან.

2024 წლის ბოლოს უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება “გაზპრომსა” და უკრაინის “ნაფტოგაზს” შორის სრულდება.

“გაზპრომმა” ევროპაში გაზის მიწოდება ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე შეამცირა, მაგრამ 2023 წელს მიწოდება ნახევარზე მეტით, 53%-ით შემცირდა.

საპასუხოდ, ევროკავშირმა მოხმარება შეამცირა და რუსული გაზს ალტერნატივა მოუძებნა, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებში. შედეგად, 2023 წელს ევროპაში გაზის საშუალო საბაზრო ფასი 70%-ით დაეცა და მეგავატზე 40 ევროს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები