მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის ახალ შემადგენლობაში დიდი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს
“მთავრობის ახალ შემადგენლობაში დიდი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს, პროგნოზების გაკეთება კორექტული არ იქნება, ამაზე პრემიერობის კანდიდატს უნდა დაველოდოთ, რადგან მისი პრეროგატივაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
სარჯველაძე ფიქრობს, რომ ცვლილებები ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.
„ჩვენი მიზანია, რომ ასეთი ცვლილებების შედეგად გაიზრდება საკითხების ახლებურად დანახვის შესაძლებლობა, ეს ახალ ენერგიას და შესაძლებლობას გააჩენს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საარჩევნო წელია, საქართველოსთვის დღის წესრიგი გადახალისებულია, კანდიდატის სტატუსი არსებობს. რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია გაუმჯობესების ძიება და ვფიქრობ, გადახალისება კარგია. მიღებული გადაწყვეტილება გამართლებული. ვფიქრობ, ეს ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კრიტერიუმებით არის მიღებული. რა თქმა უნდა, როცა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობენ, ამ შემთხვევაში, ცოტა თავშეკავებული უნდა ვიყოთ და დაველოდოთ იმ ეტაპს, როცა საკუთარ გუნდს თავად პრემიერობის კანდიდატი წარადგენს. მაინც და მაინც დიდი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს, დიდ ცვლილებებზე ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ამაზე პრემიერობის კანდიდატს უნდა დაველოდოთ, რადგან მისი პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, პროგნოზების გაკეთება კორექტული არ იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.