მიხეილ სარჯველაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პოლიტიკურ ცენტრად ყოველთვის პარლამენტი მოიაზრებოდეს – ყველაზე კარგად ირაკლი კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის მთელი შინაარსი

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პოლიტიკურ ცენტრად ყოველთვის პარლამენტი მოიაზრებოდეს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე კარგად ირაკლი კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის მთელი შინაარსი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის რომ პარლამენტში მყოფი პოლიტიკოსები შემდეგ პოზიციებს მთავრობაში იკავებენ, ევროპული დემოკრატიისთვისაა დამახასიათებელი.

„მთავარი პოლიტიკური ცენტრი როცა პარლამენტშია და იქ მყოფი პოლიტიკოსები შემდეგ პოზიციებს მთავრობაში იკავებენ, ეს პროცესი დამახასიათებელია ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, სადაც არჩეულია მმართველობის ფორმა, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკას უწოდებენ. საქართველოში ჩამოყალიბებულმა კონსტიტუციურმა წესრიგმა გაამართლა, რის დასტურადაც შეგვიძლია, ასეთი გადანაცვლება ჩავთვალოთ. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პოლიტიკურ ცენტრად ყოველთვის პარლამენტი მოიაზრებოდეს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე კარგად ირაკლი კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის მთელი შინაარსი და სისტემა როგორ ფუნქციონირებს. სხვათა შორის, ეს კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ პროცესები მეტად დაიხვეწოს და კალაპოტში ჩადგეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები