მიხეილ სარჯველაძე – საკადრო ცვლილებებზე: ეს გადანაცვლება კი მოინათლა გუშინ საჭადრაკო ტერმინით „როქი“, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ერთგვარი გამბიტიც
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მმართველ გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.
„ეს გადანაცვლება კი მოინათლა გუშინ საჭადრაკო ტერმინით „როქი“, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ერთგვარი გამბიტიც, რომ ახალ გამოწვევებს ახლებურად შევუტიოთ, ახალი ენთუზიაზმით, ახალი ენერგიით. ვფიქრობ, ორივე შემთხვევაში გამართლებულია, იმიტომ რომ ერთ ირაკლის – კობახიძეს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა საკითხებთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ხედვის სიახლე, ახალი კონფიგურაციები იყოს შეთავაზებული, შეიძლება ახალი პრიორიტეტები გაჩნდეს ამ მიმართულებებით. არანაკლებად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესებსა და პარტიული სტრუქტურების მუშაობაში პრემიერმინისტრის ჩართულობა. ეს ნიშნავს, რომ წინა პოზიციებზე მუშაობისას დაგროვილი გამოცდილებით, ეს ორი ირაკლი შეძლებს ამ ორი სფეროს გამდიდრებას. ამიტომ, დღეს პარტიაც უფრო გაძლიერებულია და აღმასრულებელი ხელისუფლებაც“, – აღნიშნა სარჯველაძემ “იმედის” ეთერში საუბრისა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.