გია ცაგარეიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა, რომ ნებისმიერი თანამდებობა არის დროებითი მოვლენა

მმართველი გუნდის წევრი, გია ცაგარეიშვილი მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.

“ვფიქრობ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა, რომ ნებისმიერი თანამდებობა არის დროებითი მოვლენა, ნებისმიერ თანამდებობაზე შეიძლება, ადამიანები ჩაენაცვლონ ერთმანეთს და არავინ აპირებს ამისგან რაღაც გადაულახავი ზღურბლებისა და არაამქვეყნიური ტრაგედიების შექმნას“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები