ირაკლი ქადაგიშვილი – „ლელოზე”: ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია აღქმა, მისი პოლიტიკური ცხოვრება რას ითხოვს პარტიებისგან
“გუშინდელი შეხვედრა წარიმართა საკმაოდ ნორმალურ ვითარებაში, ყველა მხარეს ჰქონდა საშუალება, წარმოედგინა თავისი მოსაზრება პროცესთან დაკავშირებითაც და მონახაზიც წარმოდგენილიყო, ვინ როგორ უყურებს, როგორ უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამუშაო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ “ლელო” გუშინდელ შეხვედრას არ დაესწრო – მეტყველებს იმაზე, რომ პარტიას არ გააჩნია აღქმა, თუ სად იმყოფება ქვეყანა.
„ლელომ“ ბოიკოტი გამოუცხადა ამ საპარლამენტო საქმიანობას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია აღქმა, დღეს სად იმყოფება საქართველო, მისი პოლიტიკური ცხოვრება რას ითხოვს პოლიტიკური პარტიებისგან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თავის თავს დააბრალონ მერე რა შედეგიც იქნება. ყოველ შემთხვევაში მე ვარ დარწმუნებული, რომ ის წილი გასაკეთებელი სამუშაოსი, რაც ცხრა რეკომენდაციის გზაზე პარლამენტის გასაკეთებელი იქნება, შესრულდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.