“გვარამიამ საზოგადოებას შესთავაზა, ჩემ მიერ ჩამოხრჩობა გირჩევნიათ თუ სააკაშვილის მიერ დახვრეტაო” – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი დაუჯერებლად მიიჩნევს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა, ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის კონკურენტი იყოს. ამის შესახებ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვარამიას გამიჯვნა „ნაცმოძრაობისგან“ ისეთივე დაუჯერებელია, როგორც ახლა ვინმემ თქვას, რომ მზე დასავლეთიდან ამოვიდა და არა აღმოსავლეთიდანო. გვარამიამ ასეთი რამე შესთავაზა დაახლოებით საზოგადოებას – ჩემ მიერ ჩამოხრჩობა გირჩევნიათ, თუ სააკაშვილის მიერ დახვრეტაო. ყველა შემთხვევაში მოკვდებით, მაგრამ ფორმები გვაქვს სხვადასხვა, ერთი მედლის ორი მხარე ვართო. გვარამია-სააკაშვილი ერთი ტანდემი რომ არის და ერთსა და იმავე პლატფორმაზე არიან, ეს იცის მათივე მომხრეებმაც“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამშრომლობას განიხილავს ყველასთან, მათ შორის, მელიასთან, ჯაფარიძესა და ხოშტარიასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები