რატი იონათამიშვილი: 1-ელ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი დეტალები
“1-ელ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი დეტალები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების მხარდაჭერის მხრივ, „ქართული ოცნება“ ისტორიულ მაქსიმუმზეა.
„გიდასტურებთ, 24 იანვარს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, ასევე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ 1-ელ თებერვალს გაიმართება ჩვენი პარტიის ყრილობა. რაც შეეხება უშუალოდ დეტალებს, უპრიანი იქნება, დაველოდოთ პარტიის ყრილობას, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. ცხადია, ყრილობის შემდეგ იქნება დეტალები ცნობილი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება საარჩევნო წელს, ფაქტია, საზოგადოების მხარდაჭერის მხრივ, დღეს „ქართული ოცნება“ არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ეს განპირობებულია იმ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების მიმართ გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, არჩევნებამდე მხარდაჭერა მეტად გაიზრდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.