ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელის ყალბი რეჟიმის ლიდერები, სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს მას შემდეგ, რაც მსოფლიო სასამართლომ ისრაელს უბრძანა მიიღოს ზომები ღაზაში გენოციდის მოქმედებების აღსაკვეთად.
„დღეს, ისრაელის ყალბი რეჟიმის ლიდერები… დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ, პასუხი უნდა აგონ პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდისა და უპრეცედენტო ომის დანაშაულის ჩადენის გამო“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.