ბუნდესვერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემა იგეგმება.
პისტორიუსის თქმით, მასში შედის: IRIS-T SLM-ის საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები და Gepard-ის საზენიტო დანადგარები; საარტილერიო სისტემები და 230 ათასზე მეტი ჭურვი; 80-ზე მეტი Leopard 1 A5 ტანკი; ქვეითთა საბრძოლო მანქანები; 450 ჯავშანმანქანა; საინჟინრო მანქანები, ასევე, ნაღმების გაწმენდის სისტემები; დრონები; სარადარო და სადაზვერვო სისტემები.
გარდა ამისა, 2024 წელს გერმანია გეგმავს 10 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას.