მედია: ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ღაზაში ისრაელის ერთწლიან ომს მხარს არ დაუჭერს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გასულ კვირას სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ ღაზას სექტორში ერთწლიან ომს მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ ებრაული გამოცემა Walla ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

მოხსენებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ბაიდენმა სთხოვა ნეთანიაჰუს, დააჩქაროს დაბალი ინტენსივობის ბრძოლაზე გადასვლა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და მათთვის მიყენებული ზიანი შემცირდეს.

გამოცემა წერს, თითქოს, ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ არ ესმის, როგორია ისრაელის სტრატეგია ომის დასრულებასთან დაკავშირებით და მოითხოვა გეგმა, თუ რა იქნება ომის დასრულებიდან მეორე დღეს.

როგორც ნეთანიაჰუს ოფისის პასუხშია ნათქვამი, “ის აფასებს პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერას და მასთან საუბარში ნათლად აჩვენა, რომ ისრაელს გადაწყვეტილი აქვს ომის გაგრძელება იქამდე, ვიდრე დასახულ მიზნებს არ მიაღწევს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები