მაკა ბოჭორიშვილი: ამ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია და როდესაც შენ უპირისპირდები ამ მიზანს და მას პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევ, ესე იგი, უპირისპირდები ქვეყანას

ეს ყველაფერი არის ერთი კამპანიის ნაწილი, ისევე – როგორც გასულ წელს და იმის წინ, როდესაც იყენებდნენ მედიას და ძალიან ხშირად ავრცელებდნენ დეზინფორმაციის ქვეყნის შესახებ. ეს ქმნიდა მცდარ აღქმებს საქართველოსთან დაკავშირებით და ეს იყო ძალიან დამაზიანებელი, თუმცა, ამის საფუძველი ასევე იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები, არასამთავრობო სექტორის, მთელი რიგი ორგანიზაციების კვლევები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის შესახებ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უშლიან ხელს, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ.

„ეს ყველაფერი არის ერთიანი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია და როდესაც შენ უპირისპირდები ამ სტრატეგიულ მიზანს და ამ სტრატეგიულ მიზანს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევ, ესე იგი, უპირისპირდები ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ეს კოორდინირებული ქმედებები მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. არ შემოვიფარგლები რაღაც კონკრეტული საკითხით. ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები