ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაცმოძრაობაზე”: ოპოზიციაში მათი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს რყევასა და ნჯღრევასთან

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს რყევასა და ნჯღრევასთან.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და საქართველოს მოუტანეს ოკუპაცია, რეკეტი, რბევა, ნგრევა, ბიზნესის წართმევა. ოპოზიციაში გადმოვიდნენ და ვხედავთ, რომ მთელი მათი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს რყევასა და ნჯღრევასთან. ამ ომის დაწყებიდანვე ვნახეთ, მათი გზავნილები რა იყო, მოხალისეები და შეიარაღება გაგვეგზავნა, ყოფილიყო პირდაპირი სანქციები, რაც იწვევდა საქართველოს უმწვავეს კონფრონტაციას რუსეთთან, მათ შორის, სამხედრო კონფლიქტის ალბათობა განუხრელად იზრდებოდა და ირღვეოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც უმძიმესი მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები