ფოლკლორის ცენტრში მიხა ხელაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება

26 იანვარს, 17:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრში, მიხა ხელაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება.
„ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლადამთავრებულებმა გადავწყვიტეთ, პოეტ მიხა ხელაშვილისადმი გამოვხატოთ პატივისცემა და მადლიერება.
25 იანვარს მიხა ხელაშვილის იუბილე აღინიშნება, რომელსაც 124 წელი შეუსრულდებოდა.
ფოლკლორისტი  ეთერ თათარაიძე, გაიხსენებს ამბებს მიხა ხელაშვილის ცხოვრებიდან და წაგვიკითხავს მის ლექსებს.
ეთნომუსიკოლოგი  ნანა ვალიშვილი  შეგვასწავლის ფშაური სამუსიკო ფოლკლორის ნიმუშს,ხოლო ანსამბლ „როკვას“ მოცეკვავე სალომე ნოზაძე – ფშაურ ფერხისას.
ღონისძიებით დაინტერესებული ადამიანები მაქსიმალურად იქნებიან ჩართულნი ცეკვა-სიმღერის შესწავლაში, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ,  წაიკითონ ლექსები მიხა ხელაშვილის შემოქმედებიდან.
ჩვენ, სალოტბარო სკოლადამთავრებულმა ფოლკ-ახალგაზრდობამ, მოვამზადეთ რამდენიმე ფშაური სიმღერა და ლექსი.
სიხარულით ველით თქვენთან შეხვედრას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები