25 იანვარი ეროვნული გმირის – მიხა ხელაშვილის დაბადების დღეა

1900 წლის 25 იანვარს ეროვნული გმირი მიხა ხელაშვილი დაიბადა. ამის შესახებ მწერალთა სახლი აქვეყნებს ინფორმაციას.
დაბადების ადგილი: დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახადი.
მიხა ხელაშვილი 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი იყო; 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.
გავრცელებული ვერსიით, საკუთარი დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით, დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე. ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო”, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ – მის მშობლიურ ფშავში. მიხა ხელაშვილი მთავარი გმირია პოემისა „ბოლშევიკურად ჯვარცმულნი”. ეს პოემა შესულია კრებულში „მე პოეზიის ანგელოზი მალაპარაკებს” (ავტ. ნოდარ ჟიჟიაშვილი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები