“ოპოზიცია კრიზისშია, არჩევნები მოადგათ კარს და ცდილობენ, რაღაც კონფიგურაცია მოძებნონ” – ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა.
„ოპოზიცია კრიზისშია, არჩევნები მოადგათ კარს და ცდილობენ, რაღაც კონფიგურაცია მოძებნონ. საბოლოოდ, დიდ სურათს თუ შევხედავთ, ესენი არიან ერთ ელექტორატზე მონადირე ხალხი – იმ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატზე მონადირე ხალხი, რომელიც ადრე ერთი დიდი მოძრაობა იყო, დღეს მრავალ სეგმენტად არიან დაშლილნი.
მათი გაერთიანებით ან არგაერთიანებით დიდი საერთო სურათი ვერ იცვლება. ისინი ვერ არიან ის „მესამე ძალა“, როგორც ხშირ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, რომელიც იქნება რაიმე სიახლის მომტანი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.