საფრანგეთში ფერმერების აქციის მონაწილე მანქანის დაჯახების შედეგად დაიღუპა

Protesters stand by tractors, parked near the location where a farmer was killed and her husband and teenage daughter were seriously injured when they were run over at dawn on January 23, 2024 at a farmers' roadblock in Pamiers, in the Ariege region of France. France's powerful farming unions on January 22, 2024 met with French Prime Minister Gabriel Attal after threatening the government with a week or more of protest action if their demands were not met. The unions have demanded concrete government action to address their grievances, which they say include excessive financial charges and environmental protection rules as well as insufficient prices for their produce. (Photo by Valentine CHAPUIS / AFP)

საფრანგეთში ფერმერების საპროტესტო აქციაზე მანქანა შევარდა, რასაც აქტივისტი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა შორის მისი მეუღლე და შვილიცაა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ავტომაგისტრალზე მოხდა, რომელსაც მომიტინგეები თივის ზვინებით და ტრაქტორებით ბლოკავდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ავტომობილი რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. შედეგად, აქციის ერთ მონაწილე დაიღუპა და ორი დაშავდა.

პოლიციის ცნობით, მძღოლი დაკავებულია.

რაც შეეხება დაღუპულს – ის აქტივისტი ქალი აღმოჩნდა. დაშავდა მისი მეუღლე და შვილი.

საფრანგეთში 22 იანვრიდან გრძელდება ფერმერების საპროტესტო აქციები. სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულები ითხოვენ, რომ მთავრობამ გარემოს დაცვის მიზნით შემუშავებული მოთხოვნების შეარბილოს და გადასახადების შემცირებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები