ჩიკაგოს გარეუბნებში, სულ მცირე, 8 ადამიანია მოკლული და ყველა ეპიზოდში ერთი მამაკაცია ეჭვმიტანილი.
ამის შესახებ პოლიციაში განაცხადეს.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ყველა მსხვერპლს იცნობდა.
აღნიშნულია, რომ ერთი ადამიანი გარდაცვლილი 20 იანვარს უილის ოლქის ერთ-ერთ სახლში იპოვეს.
კიდევ შვიდი მსხვერპლი 21 იანვარს ჯოლიეტის ოლქის ორ სახლში.
ბოროტმოქმედი დაკავებული ჯერ არ არის.