ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არიან დაშავებულები

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ღამის განმავლობაში პერიოდულად საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. გამთენიისას კი ოკუპანტმა ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით იერიში ხარკოვსა და კიევზე მიიტანეს.

როგორც ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა, ამ დროისთვის ცნობილია, რომ იერიშს შედეგად 6 ადამიანია დაშავებული.

კერძოდ,  კიევის სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტები სახლს მოხვდა და პირველიდან მე-5 სართულამდე აივნები დაზიანდა, დაშავებულია ერთი ქალი.

როგორც კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა,  აქვს ინფორმაცია, რომ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.

სოლომიანსკის რაიონში 5 დაშავებულია, ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

ასევე, ​პეჩერსკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტი არასაცხოვრებელ სახლს მოხვდა.

ინფორმაცია ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები