არჩილ გორდულაძე: საქართველო გლობალური ომის პარტიის დავალებებს არ ასრულებს
“საქართველო გლობალური ომის პარტიის დავალებებს არ ასრულებს,”- ამის შესახებ
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ეუთოს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც ევროპარლამენტის თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს, იმ ფურცლის ფასი, რომელზეც რეზოლუციები იბეჭდება. ბუნებაში არ არსებობს საფუძველი, არ არსებობს სამართლებრივი თუ პოლიტიკური არგუმენტი, რატომაც შეიძლება თავს ესხმოდნენ ქართულ საზოგადოებას, გარდა ერთისა, რომ საქართველო არ ასრულებს გლობალური ომის პარტიის დავალებებს“, – აცხადებს გორდულაძე.