ყირგიზეთში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთში, სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითი ცენტრი (GFZ) ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ახლომდებარე ყაზახეთში, იგივე მიწისძვრა 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ქალაქ ალმათიში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა, ცივი ამინდის მიუხედავად, საცხოვრებელი სახლები დატოვა და გარეთ გაიქცა.

განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა.

დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები