თურქეთის პარლამენტი მიმდინარე კვირაში კენჭს უყრის შვედეთის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს, რაც ალიანსს სკანდინავიური გაფართოების დასრულებამდე მიიყვანს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი თურქეთის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადს მხარი დაუჭირა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიცირებისთვის გასული წლის 23 ოქტომბერს წარუდგინა.