ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ თეოდოროს რუსოპულოსი აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალ პრეზიდენტად საბერძნეთისა და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი – თეოდოროს რუსოპულოსი დანიშნა.

PACE-ს​ წესების მიხედვით, პრეზიდენტი, ორი წლის ვადით, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის როტაციის პრინციპით  ირჩევა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათ შორის, 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის გარიცხვის დროს ორგანიზაციას ნიდერლანდების წარმომადგენელი, მემარცხენე პოლიტიკოსი – ტინი კოქსი უძღვებოდა.

რუსოპულოსი არის ბერძენი დეპუტატი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და უკრაინის მიმართ დადებითად იყო განწყობილი.

„ჩემი პრეზიდენტობის დროს უკრაინა და თავდასხმის დროს ჩადენილი საშინელი დანაშაულებები, ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, – თქვა მან.

ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პრიორიტეტები იქნება – ხელოვნური ინტელექტისა და კლიმატის ცვლილების/გარემოს საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები