რუსეთის დუმაში “სამხედრო ფეიკების” შესახებ მსჯავრდებულთათვის ქონების კონფისკაციისა და წოდებების ჩამორთმევის შესახებ კანონპროექტი შევიდა
რუსეთის სახელმწიფო დუმაში სამხედროების დისკრედიტაციის მიზნით, “ფეიკების” გავრცელების შესახებ გასამართლებულების ქონების კონფისკაციისა და მათთვის წოდებების ჩამორთმევის შესახებ კანონპროექტი ოფიციალურად დარეგისტრირდა.
აღნიშნულის შესახებ მანამდე რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გამოაცხადა.
დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი საშუალებას იძლევა ფულის, ძვირფასი ნივთების ან სხვა ქონების კონფისკაციას, რომელიც „გამოიყენება ან განკუთვნილია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებების დასაფინანსებლად“.
პროექტი შეიცავს რამდენიმე მუხლს, მათ შორის, “შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ გამიზნულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება”; “ექსტრემისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდება”; “ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებები”; “მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციას.