სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძრის შედეგად 4 ათასამდე ნამუშევარი განადგურდა
ოკუპირებული სოხუმის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. დაიწვა ეროვნული სამხატვრო გალერეის მთელი კოლექცია, რომელშიც შედიოდა ოთხი ათასამდე ნამუშევარი, რომელთაგან 300 ეკუთვნოდა ალექსანდრე შერვაშიძე ჩაჩბას. მთლიანად დაიწვა შენობის სახურავი. შემთხვევა გვიან ღამე მოხდა.
მეხანძრეების თქმით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა. ამ დროისათვის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია.