ბარსელონაში ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგიის წარდგენა და თანამედროვე ქართული პოეზიის საღამო  გაიმართება

23 იანვარს, 19 საათზე, ბარსელონაში,  „La Central del Raval“-ში ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგიის წარდგენა გაიმართება, ხოლო  25 იანვარს, 18:30 საათზე, წიგნის მაღაზია „Altair“-ში  – თანამედროვე ქართული პოეზიის საღამო.
გამომცემლობა „ინტელექტის“ ინფორმაციით საღამოზე ლექსებს წაიკითხავენ: ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე და ეკა ქევანიშვილი.
ლანა კალანდიასა და როდოლფო ჰესლერის მიერ ესპანურ ენაზე თარგმნილი ქართული პოეზიის ანთოლოგია ესპანურმა გამომცემლობა la editorial Huerga & Fierro-მ დასტამბა.
კრებულში შესულია: ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას, ბათუ დანელიას, მაია სარიშვილის, შოთა იათაშვილის, დათო ბარბაქაძის, გიორგი ლობჟანიძის, ნატო ინგოროყვას, შალვა ბაკურაძის, ლელა სამნიაშვილის, პაატა შამუგიას, დიანა ანფიმიადის, სოსო მეშველიანის, ეკა ქევანიშვილის, ირაკლი კაკაბაძის (იაკი კაბე) და ლია ლიქოკელის ლექსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები