ბრიანსკის ოლქში, კლინცოვსკის ნავთობის ბაზაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ცეცხლის არეალი გაფართოვდა და უკვე ათასზე მეტ კვადრატულ მეტრს შეადგენს.
როგორც რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა თქვა, ხანძარს სირთულის უმაღლესი დონე მიენიჭა.
ახლოს მდებარე კერძო სექტორიდან 32 ადამიანია ევაკუირებული.
ამ დროისთვის, ნავთობპროდუქტების 4 საცავი იწვის, ხანძრის ჩაქრობაში 140-ზე მეტი ადამიანია ჩართული.
ნავთობის ბაზაზე იერიში დრონების გამოყენებით გვიან ღამით მოხდა.