ფხენიანმა ბირთვული წყალქვეშა დრონი გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ წყალქვეშა დრონი გამოსცადეს, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია.
ამის შესახებ Yonhap-ი წერს.
ფხენიანში განაცხადეს, რომ იაპონიის ზღვაში Haeil-5-23 სისტემის წვრთნა ჩაატარეს, თუმცა, ტექნიკური დეტალები ან თარიღი მითითებული არ არის. ამ ტიპის ძველი მოდელების Haeil-1 და Haeil-2-ის წინა გამოცდა 2023 წლის დასაწყისში გაიმართა.
გამოცდებს “სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ერთობლივ წვრთნებზე პასუხი” უწოდეს, რომელიც 15-17 იანვარს მიმდინარეობდა.
ფხენიანმა მოკავშირეების წვრთნები გააკრიტიკა და “კონფრონტაციულ ისტერიაში” დაადანაშაულა.
15 იანვარს ჩრდილოეთ კორეაში მყარი საწვავის რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ გამოაცხადეს.