ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს

FILE PHOTO: Polish military vehicles are transported during TUMAK-22 NATO exercises in an area known as the Suwalki Gap, of crucial significance to the security of the alliance's eastern flank, at a polygon in Klusy, Poland November 25, 2022. REUTERS/Kacper Pempel/File Photo

ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Steadfast Defender-ის წვრთნებს, რომელიც მაისამდე გაგრძელდება, 90 000-მდე ჯარისკაცი შეუერთდება.

ალიანსის განცხადებით, სამხედრო წვრთნებში ასევე ჩართული იქნება 50-ზე მეტი ხომალდი ავიამზიდიდან გამანადგურებლებამდე, 80-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი, სულ მცირე 1 100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა.

„Steadfast Defender 2024 აჩვენებს ნატოს უნარს, სწრაფად განათავსოს ძალები ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ნატოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები