400-ზე მეტი გარდაცვლილი და 10 ათასზე მეტი ინფიცირებული – ზამბიაში ქოლერის აფეთქებას ებრძვიან

ზამბიაში ქოლერის დიდ აფეთქებას ებრძვიან. დაავადებას უკვე 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 10 ათასს აჭარბებს. 

წლის დასაწყისიდან, საახალწლო არდადაგების დასრულების შემდეგ ქვეყნის სკოლები დახურული რჩება.

ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება.

დედაქალაქში დიდი საფეხბურთო სტადიონი სამედიცინო დაწესებულებად გადაკეთდა.

ზამბიის მთავრობა მასობრივი ვაქცინაციის პროგრამას იწყებს და აცხადებს, რომ უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით სუფთა წყლით ვირუსით დაზარალებულ თემებს.

ზამბიაში ეპიდემია 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და 17 იანვარს ქვეყნის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა 412 გარდაცვლილი და 10 413 ინფიცირებული აღრიცხა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქოლერა ქვეყნის 10 პროვინციიდან 9-ში და თითქმის ნახევარზე მეტ რაიონშია გამოვლენილი. 20-მილიონია მოსახლეობის ქვეყანაში დღეში თითქმის 400 ინფიცირებული ვლინდება.

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) სამთვიანი ეპიდემიის დროს სიკვდილიანობის 4%-იანი მაჩვენებელი “უკიდურესად მაღალი” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები