“ღაზას სექტორის აღდგენას, სულ მცირე, 15 მილიარდი დოლარი დასჭირდება” – პალესტინის საინვესტიციო ფონდი

ღაზას სექტორის აღდგენას, სულ მცირე, 15 მილიარდი დოლარი დასჭირდება, – განაცხადა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პალესტინის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა – მოჰამედ მუსტაფამ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მისი თქმით, ღაზას სექტორში, დაახლოებით, 350 ათასი სახლი დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა.

“თუ ვივარაუდებთ, რომ მათგან 150 000-ის თავიდან აშენება იქნება საჭირო და თითოეულის საშუალო ღირებულება 100 ათასი დოლარია, გამოდის 15 მილიარდი დოლარი მხოლოდ საცხოვრებლისთვის”, – თქვა მან და დასძინა, რომ “და აქ არ არის საუბარი არც ინფრასტრუქტურაზე, კომუნიკაციებსა და საავადმყოფოებზე, რომლებიც ასევე დაზიანდა”.

სააგენტო იხსენებს, რომ ოპერაცია “ურყევი ძალას” შემდეგ, რომელიც ისრაელმა 2014 წელს ჩაატარა და რომელიც, დაახლოებით, ორ თვეს გაგრძელდა, ყატარმა ღაზას დასახმარებლად 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები