„კულტურის ფესვები“- კატალოგის წარდგენა და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა გაიმართება
18 იანვარს, 14:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი პროექტ „კულტურის ფესვებს“ უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გაიმართება კატალოგის წარდგენა (ავტორი: ნინი ნამგალაური), ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა, ხელოვანი ქალბატონების დაჯილდოების ცერემონია.