“უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის საშიშია” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ფიქრობს, რომ უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის საშიშია.

ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.

“უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია. და მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ამჟამინდელ სახელმწიფოს, ბანდერას პოლიტიკურ რეჟიმს. მე ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერ უკრაინაზე.

რატომ?

რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, ამიერიდან, საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი გახდება. დაგვიანებულია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება უკრაინის სახელის ქვეშ მყოფი სიმსივნური წარმონაქმნის სათავეში, ეს არ შემატებს მის მმართველობას ლეგიტიმაციას და თავად “ქვეყნის” სამართლებრივ სიცოცხლისუნარიანობას.  შესაბამისად, ახალი ბრძოლის ალბათობა, განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება. თითქმის ყოველთვის. არსებობს ახალი კონფლიქტის 100%-იანი ალბათობა, მიუხედავად იმისა, რა უსაფრთხოების დოკუმენტებსაც არ აფორმებდეს დასავლეთი კიევის მარიონეტულ რეჟიმთან. ამას ვერც უკრაინის ასოცირება ევროკავშირთან და ვერც ამ ხელოვნური ქვეყნის ნატოში შესვლა შეუშლის ხელს. ეს შეიძლება – მოხდეს 10 ან 50 წლის შემდეგაც.

ამიტომ, უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის საბედისწეროა. ისინი პრაქტიკული ადამიანები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ახლა რუსების სიკვდილი სურთ, როგორც  უნდა სძულდეთ რუსეთის ხელმძღვანელობა, როგორც  უნდა ცდილობდნენ მითიურ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. მარადიულ ომსა და გარდაუვალ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, არჩევანის გაკეთებისას, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა (ნაციონალისტების მინიმალური რაოდენობის გარდა) საბოლოოდ, სიცოცხლეს აირჩევს. ისინი მიხვდებიან, რომ დიდ საერთო სახელმწიფოში ცხოვრება, რომელიც ახლა არც ისე ძალიან უყვართ – სიკვდილს სჯობს. მათი და მათი საყვარელი ადამიანების სიკვდილს. და რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას უკრაინელები – მით უკეთესი”, – წერს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები