თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართება

20 -21-22 იანვარს, 14:00 -21:00 საათზე, შალვა ძნელაძის სახელობის მუზეუმში გაიმართება თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობენ: კახა ხინველი, დათო თელია, გიორგი ტაბლიაშვილი, შალვა ფაჩოშვილი,
„გამოფენაზე გაეცნობით და შეიძენთ მხატვრების მიერ შექმნილ განსაკუთრებულ ნამუშევრებს, დაათვალიერებთ შალვა ძნელაძის მუზეუმს და სასიამოვნო დროს გაატარებთ ჩვენთან ერთად, განსხვავებულ და მშვიდ ატმოსფეროში. ხელოვნების მოყვარულებს გელოდებით დიდი პატივისცემით“!  – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები