სტოლტენბერგი: პუტინს უნდა ესმოდეს, რომ ომის გაგრძელებას ძალიან მაღალი ფასი აქვს
პუტინს უნდა ესმოდეს, რომ ომის გაგრძელებას ძალიან მაღალი ფასი აქვს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს დტოლტენბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის ძალიან ფრთხილია ომის განვითარების პროგნოზირებისას.
მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რუსეთს უკან დასახევი პირობები შეუქმნან.
„ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვიწინასწარმეტყველოთ რა მოხდება, მაგრამ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ალბათობა იმისა, რომ რაღაც მომენტში პრეზიდენტი პუტინი გააცნობიერებს, რომ ამ ომის გაგრძელებას ძალიან მაღალი ფასი ექნება.
შემდეგ კი გარკვეულ ეტაპზე მას მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, რათა მიაღწიოს რაიმე სახის სამართლიან, ხანგრძლივ მშვიდობას, რომელშიც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – თქვა მან.
სტოლტენბერგის თქმით, პარადოქსი ის არის, რომ თუ დასავლეთს სურს ამ ომის მშვიდობიანი, სამართლიანი დასრულება, მაშინ ამის მიღწევის გზა არის მეტი იარაღის გაგზავნა უკრაინაში.