“მომდევნო ორი წელი ბიზნესისთვის შეშფოთების საგანი დეზინფორმაცია იქნება, რასაც საზოგადოების პოლარიზაცია მოჰყვება” – ურსულა ფონ დე ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ მომდევნო ორ წელიწადში გლობალური ბიზნესის გამოწვევა არა კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება, არამედ დეზინფორმაცია იქნება.

“გლობალური ბიზნეს საზოგადოებისთვის მომდევნო ორ წელში შეშფოთების მთავარი საგანი კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება არ იქნება, ეს იქნება დეზინფორმაცია. ამას კი მოჰყვება ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია. ეს რისკები საკმაოდ სერიოზულია, რადგან ისინი გლობალური გამოწვევის გამკლავებასთან დაკავშირებით ჩვენს შესაძლებლობებს ზღუდავს. სწორედ ამიტომ, დავოსის წლევანდელი თემატიკა – ნდობის აღდგენა, უკიდურესად მნიშვნელოვანია”,- თქვა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა კონფლიქტების და პოლარიზაციის დრო არ არის.

“ახლა ნდობის აღდგენის დროა, ყოველთვის იქნება მცდელობა, არჩეული გზიდან გადაგვიყვანონ, მაგალითად, მცდარი ინფორმაციით”, – განაცხადა ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები