“ამ დროისთვის აშკარა ფავორიტია” – ბაიდენი აიოვას შტატში ტრამპის გამარჯვებას გამოეხმაურა

აიოვას შტატში 15 იანვარს დონალდ ტრამპის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი გამოეხმაურა.

როგორც ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, როგორც ჩანს, ტრამპი აშკარა ფავორიტია.

„როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა აიოვა მოიგო. ამ დროისთვის ის მეორე მხარის აშკარა ფავორიტია“, – დაწერა ბაიდენმა”.

მისივე თქმით, არჩევნები იქნება დაპირისპირება მისსა და მის მხარდამჭერებს და რადიკალ რესპუბლიკელებს შორის, რომლებიც ტრამპს უჭერენ მხარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები