ირაკლი კობახიძე – სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს 6,47 მილიარდ დოლარს, მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკს, მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებლები, შევავსოთ დამატებით ჩვენი სავალუტო რეზერვები, ამისათვის გაკეთდება მაქსიმუმი
აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებლები, შევავსოთ დამატებით ჩვენი სავალუტო რეზერვები, ამისათვის გაკეთდება მაქსიმუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დადებითი ტენდენციების ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით აპრილის თვეში სავალუტო რეზერვები შეავსო 154,2 მილიონი დოლარით.
„შესაბამისად, რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს 6,47 მილიარდ დოლარს. ლარის კურსი ინარჩუნებს სტაბილურობას. ამ ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ მთლიანად ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებლები, შევავსოთ დამატებით ჩვენი სავალუტო რეზერვები, ამისათვის გაკეთდება მაქსიმუმი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.