გაერომ უკრაინის ჰუმანიტარული საჭიროებებისა და რეაგირების 2024 წლის გეგმა წარადგინა
გაერომ უკრაინის ჰუმანიტარული საჭიროებებისა და რეაგირების 2024 წლის გეგმა წარადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს, 15 იანვარს, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და პარტნიორებმა დონორებს 2024 წლის განმავლობაში 4.2 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვეს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული თემების, ასევე უკრაინელი თავშესაფრის მაძიებლებისა და მათი მასპინძელი თემების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომ გაეროს გეგმა მიზნად ისახავს უკრაინის 8.5 მილიონი მოქალაქის დახმარებას, რაც მოითხოვს 3.1 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსებას.