აშშ-ის თავდაცვის მდივანი საავადმყოფოდან გაწერეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.

ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება.

70 წლის ოსტინს გასული წლის დეკემბერში პროსტატის კიბოს ოპერაცია ჩაუტარდა, გართულებების გამო – 1-ელი იანვრიდან მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

დიდი ალბათობით, პენტაგონში სრულ განაკვეთზე მუშაობის განახლებამდე ოსტინი თავის მოვალეობებს დისტანციურ ფორმატში შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები